21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

სამშაბათი, 21 მარტი, 2017 - 12:45

 ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიკო კეცხოველის პრემია 2017 და კონკურსის „ფოტოსინთეზი“ ფინალური ტური და დაჯილდოევბის ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს 23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსანტებმა ფოტოები თემაზე - „ეს ჩემი ტყეა“ წარმოადგინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, სამინისტროს რჩეული სკოლების მოსწავლეებს, გარემოსდაცვითი თემატიკის ვიდეომიმართვისთვის, საგზური საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაეცათ: სურამის N 4 სკოლის მოსწავლეები - ოკაცეს კანიონს, ჭიათურის N 2 საჯარო სკოლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს; საირხის (საჩხერის რაიონი) სასულიერო სკოლა-პანსიონის მოსწავლეები კი სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს მოინახულებენ. ასევე, მინისტრის ინიციატივით, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლე ელენე გოგოლაძე ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

„მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც. საუკეთესო 100 სკოლა ერთმანეთს ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის და თბილისის ნახევარფილურ ტურებში შეხვდა, საიდანაც ფინალისტი სკოლები შეირჩა. პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო–საზოგადოებრივი ცენტრების, ე. წ. „ეკო–ჰაბების“ პროექტები მიიღეს, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს.

შეხვედრის მონაწილეებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ მიმართეს.

ინიციატივა ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანზიაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლების სამინისტროები. დაჯილდოების ცერემონიას პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44