გიორგი მღებრიშვილმა, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნატოში საქართველოს მეკავშირე ოფიცერი დააჯილდოვა

სამშაბათი, 21 მარტი, 2017 - 12:36

ბრიუსელში სამუშო ვიზიტით მყოფი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნატოში საქართველოს მისიას ეწვია. შს მინისტრმა, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერი, კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია მედალიონით - „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის“ დააჯილდოვა.

პაპუნა დავითაია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობს. 2014 წლიდან იგი ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერია. პაპუნა დავითაია დიდ ბრიტანეთში, ნორთვუდში მსახურობს. ნატო-ში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი ხელს უწყობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატო-სა და საქართველოს შსს-ს შორის ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58