ჟირინოვსკი დეპუტატებს ჩამოხრჩობით და დახვრეტით ემუქრება

პარასკევი, 17 მარტი, 2017 - 18:23

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი დეპუტატებს ჩამოხრჩობით და დახვრეტით დაემუქრა.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟირინოვსკიმ  მოსკოვის რეგიონის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. ჟირინოვსკიმ ზეწოლაზე და მოსყიდვაზე ისაუბრა, რასაც მაფია უწოდა.   დეპუტატის თქმით, არჩევნების წინ მისი პარტიის წევრებს აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ პარტია დაეტოვებინათ.

"ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამაზე არ ვისაუბროთ, მაგრამ ვისაუბრებთ, სასამართლოშიც გიჩივლებთ.  მომავალი წლის მარტში შევალ კრემლში და თქვენ დაგხვრიტავთ,  ჩამოგახრჩობთ, უსაქმურებო და ნაძირალებო", - განაცხადა  ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42