როკ-ენ-როლის ერთ-ერთ მამად ცნობილი ჩაკ ბერი გარდაიცვალა

, 19 მარტი, 2017 - 13:22

ამერიკელი მუსიკოსი, როკ-ენ-როლის ერთ-ერთ მამად ცნობილი ჩაკ ბერი 90 წლის  ასაკში  გარდაიცვალა. მუსიკოსი შაბათს, საკუთარ სახლში,  უგონო მდგომარეობაში ნახეს, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მომღერალმა და მუსიკოსმა პროფესიული კარიერა 1953 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ პირველი სინგლი "Maybellene"  ჩაწერა, 1984 წელს მუსიკალური ჯილდო  "გრემი" მიიღო. 2004 წელს, 78 წლის კლასიკოსმა  ყველა დროის 50 უდიდესი მომღერლების რეიტინგში  მეხუთე ადგილი  დაიკავა.

 გასულ წელს ჩაკ ბერიმ გადაწყვიტა,  ბოლო 37 წლის განმავლობაში, 90 წლის იუბილესთვის პირველი ალბომი გამოეშვა, რომელიც წელს გამოვა. 

ჩაკ ბერი 1926 წლის 18 ოქტომბერს, მისურის შტატში, სენტ-ლუისში, აფრო-ამერიკულ საშუალო შესაძლებლობის ოჯახში დაიბადა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46