მოსკოვის გადაწყვეტილებით არ გაზრდილა პროვოკაციების საფრთხე, მათ გადადგეს მორიგი ნაბიჯი ანექსიისთვის

შაბათი, 18 მარტი, 2017 - 13:07

პარტია "რეფორმატორების’’ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებასთან ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსკოვის მიზანი კვლავ ანექსიაა და ჯარების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება განპირობებული იყო ანექსიის მიზნით და არა ფინანსური თავლსაზრისით.

"ვლადიმერ პუტინის განკარგულება სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფების რუსულ არმიაში გაერთიანების შესახებ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არალეგალური ქმედებაა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას და მას უნდა დავუპირისპიროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა.

რუსეთის სამხედრო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს, კრემლი უპატივცემულობას გამოხატავს სამივე სახელმწიფოს მიმართ. სხვადასხვა ექსპერტი ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც პროვოკაციების გაძლიერებულ საფრთხეს, რომელსაც არ ვეთანხმები, რადგან პროვოკაციის საფრთხე აქამდეც არსებობდა და იარსებებს იქამდე, ვიდრე არსებობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის ინტერესი. მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ და გავაძლიეროთ პარტნიორობა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიასთან, რათა ბოლომდე იქნას თავიდან აცილებული პოტენციური საფრთხეები, იგივე პროვოკაცია ოკუპაციის ზოლთან. მოსაზრება, რომ რუსეთის მიერ ჯარების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ფინანსური თვალსაზრისით იქნა განპირობებული ვფიქრობ მოკლებულია ლოგიკას.

ჩემი აზრით, რუსეთმა ანექსიის თვალსაზრისით გადადგა მორიგი ნაბიჯი და სამხრეთ ოსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიულ ერთეულს აქედანვე მისცა მესიჯი, რომ მის მიმართ აქვს ანექსიის ინტერესი და სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი - ჯარი გამოაცალა ხელიდან.

ვფიქრობ, რუსეთის სამხედრო პოლიტიკის კვალდაკვალ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და ქართული სახელმწიფოს დიპლომატიური რესურსი იხარჯება არასწორი მიმართულებით. არასწორი და არაეფექტურია აბაშიძე-კარასინის "ხაჭაპურის ჭამის‘’ ფორმატი. ერთადერთი,

რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არის ის, რომ მთელი დიპლომატიური რესურსი გადართოს დეოკუპაციის მიზნებისთვის და ქვეყნის შიგნით დაიწყოს პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაცია ფართო კონსესუსის გზით საერთო სახელმწიფოებრივი სტრატეგიის შექმნის უზრუნველსაყოფად’’ - ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55