შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში თბილისის კერძო სკოლები ჩაერთნენ

შაბათი, 18 მარტი, 2017 - 11:55

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში თბილისის კერძო სკოლები ჩაერთნენ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, საკუთარი ინიციატივით, სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ და სკოლა-პანსიონი „IB მთიები” ჩაერთვნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სპეციალურად გადამზადებულმა თანამშრომლებმა აღნიშნული სკოლების უმცროსკლასელებს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ჩაუტარეს. მათ მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დეტალურად გააცნეს, ასევე, ქვეითთა უფლებებსა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ. პატრულ-ინსპექტორებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

შსს-ს წარმომადგენლებმა მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43