ჟურნალისტები ყრილობისთვის ემზადებიან

პარასკევი, 17 მარტი, 2017 - 17:57

 2017 წლის 18 მარტს, 14.00 საათზე, ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. ყრილობა მრავალრიცხოვანი და წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობის მისაღებად 151 დელეგატია მოწვეული. ესენი არიან ცნობილი, ღვაწლმოსილი ჟურნალისტები; ადამიანები, რომლებიც კავშირის შექმნის სათავეებთან იდგნენ, მისი გამგეობისა და პრეზიდიუმის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ; ასევე, მოქმედი ცნობილი სახეები და სახელები, წამყვანი გამოცემების ხელმძღვანელები, რადიოსა და ტელევიზიის წარმომადგენლები, კოლეგები რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ჟურნალისტები, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, მათი გაზეთების მთავარი რედაქტორებისა და თანამშრომლების დონეზე.

"სამწუხაროდ, ყრილობის დელეგატად ყველა კოლეგას ვერ მოვიწვევდით, თუმცა მათი სურვილები, მათი მოსაზრებები და პრობლემები, გვჯერა, ჟურნალისტთა კავშირის ახალი ხელმძღვანელობის ყოველდღიური საზრუნავი გახდება. არჩევანს კი, კოლეგები, ალბათ, ღირსეულ კანდიდატებზე შეაჩერებენ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ყრილობა კავშირის ისტორიაში. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კოლეგებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43