თბილისში ყველა მსხვილ ნარკორეალიზატორს ლევან იზორიას ძმა ,,კრიშავს" - ელისო კილაძე

პარასკევი, 17 მარტი, 2017 - 20:16

თბილისში ყველა მსხვილ ნარკორეალიზატორს ლევან იზორიას ძმა ,,კრიშავს", - აცხადებს "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე გადაცემა რეაქციაში საუბრისას.

"მსხვილ ნარკორეალიზატორებს კრიშავს შს სამინისტრო, სუსი და თავდაცვის მინისტრი, კონკრეტულად ლევან იზორიას ძმა, ვახტანგ იგივე კიკა იზორია", - აცხადებს კილაძე და ვიდეომასალის გამოქვეყნებას აპირებს, სადაც ის, მინიმუმ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება.

რაც შეეხება მისი შვილის დაკავებას, კილაძის თქმით საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, არც აუდიო და ვიდეოჩანაწერები და არც მოწმეების ჩვენება, გარდა იმ სამი პოლიციელის ჩვენებისა, რომელთა გვარები კილაძემ ორი დღის წინ გაავრცელა.

კილაძის განცხადებით, ის არც საპროცესო გარიგებას  და არც გირაოს შეფარდებას ითხოვს, "მე ვითხოვ ჩემი შვილის უპირობო გათავისუფლებას, რადგან ჩემი შვილი  უდანაშაულოა და ის არის უკანონო პატიმარი", - აცხადებს კილაძე.

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43