„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს

პარასკევი, 17 მარტი, 2017 - 16:31

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, კობში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა უნგრეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში სასრიალოდ იყო ჩამოსული - ის გუდაურის სათხილამურო ტრასებიდან კობის მიმართულებით 5 კილომეტრში გადავიდა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მენეჯმენტი გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის სათხილამურო კურორტებს მოიცავს. ყველა მოქმედი სათხილამურო გზა აღჭურვილია მარკირებული ნიშნებით, გუდაურის სათხილამურო გზებზე კი უსაფრთხოების მიზნით 18 მაშველი და 22 მოთხილამურე პატრული მუშაობს. ამასთან, გზები აღჭურვილია უსაფრთხოების ბადეებითა და ყველა იმ ნიშნით, რომლებიც მოთხილამურეებს ატყობინებს, თუ სად არის შესაძლებელი სრიალი და სად - არა.

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის ზვავსაშიშროების საფრთხე გაიზარდა. სწორედ ამიტომ ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, მოგიწოდებთ, მოქმედ სათხილამურო კურორტებზე დაემორჩილოთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ: ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5