ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის შუამავალი დადიოდა მოსალაპარაკებლად. ჩემგან ითხოვდნენ კეთილგონიერებას - ელისო კილაძე

პარასკევი, 17 მარტი, 2017 - 13:37

სამი თვის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის შუამავალი დადიოდა მოსალაპარაკებლად. ჩემგან ითხოვდნენ კეთილგონიერებას, ითხოვდნენ აქტიურობის შეწყვეტას რუსთავი 2-ის საქმეზე და "ქრონიკა+"-ის აქტიურობის გადატანას "ქართული ოცნების"მხარეს, - აცხადებს გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე და მისი შვილის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებს.

როგორც ელისო კილაძე აცხადებს, სანაცვლოდ იცხოვრებდა გარანტირებულად კარგად და მისი მატერიალური კეთილდღეობის გარანტი იქნებოდა პირადად ბიძინა ივანიშვილი.

"ჩემი თანხმობის შემთხვევაში იგეგმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. მას შემდეგ, რაც ჩემი პოზიცია პირველივე ეთერიდან მოისმინეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ განიხილება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ჩემი შვილის პატიმრობის საპირწონედ, მათ დაამძიმეს მაქსიმალურად მუხლი და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჩემს შვილს ემუქრება პატიმრობა 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა იმ ჩადებული ნარკოტიკის გამო,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

კილაძის თქმით, უჩა მამაცაშვილისთვის ეკრანიდან საჯარო უარის შემდეგ, "ეს პატარა ადამიანები შვილით ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. თქვენც გყავთ შვილები,ღმერთის შეგეშინდეთ! ჩემს შვილსაც გამოვიხსნით და ქვეყანასაც! ერთად გავიმარჯვებთ", - აცხადებს ელისო კილაძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41