ომბუდსმენი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, თუ საქმე „ელგებეტეებს“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება - ემზარ კვიციანი

პარასკევი, 17 მარტი, 2017 - 12:27

სახალხო დამცველის მუშაობა არის არაეფექტური, მისთვის მთავრია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიჩაგროს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.

კვიციანი უჩა ნანუაშვილს მიკერძოებულ ომბუდსმენს უწოდებს და მას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პოლიტიკური ძალების პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„სულ არ აინტერესებს სახალხო დამცველს, რა შეემთხვა „პატრიოტთა ალიანსს”, ის არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ და „ელგებეტე“ პირების სახალხო დამცველი. ომბუდსმენი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, თუ საქმე „ელგებეტეებს“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5