ნორას საქმე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა საქმე გაიხსნება - ემზარ კვიციანი

პარასკევი, 17 მარტი, 2017 - 12:13

სამართლიანობის აღდგენა ძალიან მალე მოხდება, თუ ამის სურვილი ექნება ხელისუფლებას, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.

კვიციანი პროკურატურაში გატარებულ რეფორმას წარმატებულს უწოდებს და თვლის, რომ სურვილის შემთხვევაში, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ერთ წელში სრულად მოხერხდება.

„ნორას საქმე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა საქმე გაიხსნება. ახალგაზრდა პროკურორებმა ამომწურავად გამოიძიეს ნორას საქმე და დადეს ის შედეგი, რაც სამართლიან პროკურატურას უნდა ექნა, მათ დეტალურად შეძლეს ყველა დეტალის გამოძიება და დაგვანახეს, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტური პროკურატურის მუშაობა. სურვილის შემთხვევაში, ერთ წელში პროკურატურა ყველა იმ საქმეს გამოიძიებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ჩადენილი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ემზარ კვიციანი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასაც ითხოვს, მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში, დღემდე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შესახლებული ოჯახი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45