მადლობა ღმერთს, რომ ბათუმში გადავრჩით - ჯუმბერ კირვალიძე

ხუთშაბათი, 16 მარტი, 2017 - 18:03

მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით და მსხვერპლი არ არის, თორემ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გვექნებოდა, -  ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ბათუმში მომხდარ არეულობას.

ჯუმბერ კირვალიძე მადლობას უხდის სპეცნაზელებს, რომლებიც  არ სკანდირებდნენ "ბი-ძი-ნა, ბი-ძი-ნა" - ს, როგორც მათი წინამორბედები 2009 წლის მაისში:"მი-შა, მი-შა"-ს.

"თბილისში ნაცმოძრაობის ლიდერები ღამით ტურებივით გამოვიდნენ რუსთაველის პროსპექტზე, ალბათ იმის მოლოდინით, რომ ბათუმში მოვლენები ტრაგიკულად განვითარდებოდა. თუ გახსოვთ, თავის დროზე, მათი გენერალური მდივანი "ორ ტრუპს მოითხოვდა და პრემიებს პირდებოდა ხელქვეითებს", - ეს ნაცების "პარტიული სტილია"! ხელისუფლებას სიფხიზლისკენ მოვუწოდებ, ნუ გამცონარდებიან. გასაგებია, რომ დღეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები იმდენად სუსტია, რომ მათი ხელისუფლებას არ ეშინია, მათ შორის, არც გაყოფილი ნაცების! აი, ბათუმის პორტში, რომ ქართველი "ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა" გამოჩენილიყო, თუნდაც ნულოვანი პოლიტიკური ბექგრაუნდით, რომელიც 5-6 ათასს ადამიანს სოციალ-ეკონომიკური მოთხოვნებით ქალაქის ცენტრისკენ "დაძრავდა", მაშინ ხელისუფლება მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41