თავდაცვის მინისტრი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ხუთშაბათი, 16 მარტი, 2017 - 14:32

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამშაჰიდს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა ირანის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკის გაძლიერებაში დიპლომატიის როლის მნიშვნელობა აღნიშნა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ირანს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირანთან მეგობრული ურთიერთობების განვითარება საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირებიც განაპირობებს. 

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ირანის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55