თსუ-ში გამართულ საღამოზე ელდარ შენგელაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვეს

ხუთშაბათი, 16 მარტი, 2017 - 11:39

მე ვარ ბედნიერი. დღეს ამ ახალგაზრდებს რომ ვუყურე დავრწმუნდი, ჩვენი მომავალი იქნება ლამაზი და კარგი. მივხვდი, რომ განათლებული ახალგაზრდობა გვყავს. ძალიან გახარებული ვარ ამ მნიშვნელოვანი საღამოთი, ყველას დიდი მადლობა“,- განაცხადა ელდარ შენგელაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საღამოზე.

სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მოსწავლეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ცნობილი კინორეჟისორის დამსახურება საზოგადოების წინაშე. ელდარ შენგელაია წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოხელოვნების კათედრას, რომლის ორგანიზებითაც კინორეჟისორის შემოქმედებითი საღამო მოეწყო.

უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისთვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ელდარ შენგელაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

საღამოს უძღვებოდა ცნობილი კინორეჟისორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი მერაბ კოკოჩაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდების ემოციამ და კითხვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ უყვართ და აინტერესებთ ელდარ შენგელაიას შემოქმედება.

„ელდარმა თავისი გამოსვლა დაასრულა სიყვარულზე საუბრით, მან თქვა - თუ გიყვართ ცხოვრება, თუ გიყვართ ადამიანი, თუ მზად ხართ ყველაფერი სიყვარულით აკეთოთ, მაშინ ყველაფერი გამოვა. მინდა გითხრათ, რომ მან მთელი სიცოცხლე ასე იცხოვრა. ამიტომაა მისი ფილმები დაუვიწყარი.“-განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.

„მინდა ახალგაზრდებმა კარგად გაითავისონ - რაც საქართველოს ჭეშმარიტად აქვს ეს არის კულტურა და ხელოვნება, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მსოფლიო ცივილიზაციაში. და სწორედ ამ კულტურის დიდი გამოხატულებაა ელდარ შენგელაიას შემოქმედება. ძალიან გამახარა ახალგაზრდების მხრიდან წამოსულმა ინტერესმა, რომელიც არ იყო მოჩვენებითი.“-აღნიშნა კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ.

უნივერსიტეტის საღამოზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი ფილმებიდან, აგრეთვე, ახალი ფილმის „სავარძელი“ ტრეილერი, რომლის პრემიერაც ახლახანს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57