ხელისუფლება სრული შემადგენლობით, საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით მიზანმიმართულად ახდენს ევროპული ინსტიტუტების და ჩვენი მეგობრების დისკრედიტაციას - თამარ კეკენაძე

ოთხშაბათი, 15 მარტი, 2017 - 17:03

პუტინს აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიის ძალიან ზუსტი გაცხადებული გეგმა, დღეს გვაქვს საგანგაშო რეალობა, - ასე აფასებს ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე პუტინის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადების დამტკიცებას.

"რუსეთის გააქტიურება, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ველოდებით, რომ პუტინი კიდევ უფრო აგრესიულად გააგრძელებს როგორც ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირების გეგმას, ასევე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას. ყველამ ვიცით, რომ პუტინს აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიის ძალიან ზუსტი გაცხადებული გეგმა და გასაკვირია, რატომ აღიქმება სიურპრიზად ჩვენი მთავრობისთვის ოკუპანტის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჯარისო შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება სწორედ ამ გეგმის ნაწილია და რუსეთის მხრიდან ეს ძალიან დიდი ხანია მზადდება. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში პროაქტიულად უნდა მუშაობდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ასეთი ნაბიჯების აღსაკვეთად.

ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, მუდმივად მოვუწოდებთ მთავრობას, რომ საქართველოს ოკუპაცია უნდა იყოს ყველა მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრის დღის წესრიგში და ხელისუფლება უნდა უზრუნველყოფდეს, რომ პუტინზე და ოკუპანტ რუსეთზე პრევენციულად, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდეს საერთაშორისო ზეწოლა. დღეს გვაქვს საგანგაშო რეალობა, ნაცვლად იმისა, რომ „ქართლი ოცნება“ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის სრულ კონსოლიდაციას ახდენდეს, ხელისუფლება სრული შემადგენლობით, საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით მიზანმიმართულად ახდენს ევროპული ინსტიტუტების და ჩვენი მეგობრების დისკრედიტაციას, და კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს რუსული საქმის განხორციელებას საქართველოში“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41