ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის მძევალი - ელისო კილაძე ხელისუფლებას ბრძოლას უცხადებს

ოთხშაბათი, 15 მარტი, 2017 - 17:45

ორთვიანი პატიმრობა, როგორც მოსალოდნელი იყო. ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის მძევალი. დღეიდან ჩემი ყველა დღე არის თითო აგური ამ ხელისუფლების დემონტაჟის გზაზე, - განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ.

როგორც ელისო კილაძე აცხადებს, მისმა შვილმა დავით ხარშილაძემ პროცესზე განაცხადა,  რომ მას პოლიციის სამმართველოში პირდაპირ აგინებდნენ დედას და აყენებდნენ შეურაცხყოფას.

მისივე თქმით, მისი შვილი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და შიმშილობა  გამოაცხადა, რომელსაც "მისი მდგომარეობის გამო, სულ ერთი კვირა გაუძლებს".

ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41