Disney „ლამაზმანი და ურჩხულიდან“ გეი პერსონაჟის ამოჭრას არ აპირებს

ოთხშაბათი, 15 მარტი, 2017 - 17:49

„დისნეის“ განცხადებით, მალაიზიის ხელისუფლების თხოვნის მიუხედავად, ფილმ „ლამაზმანი და ურჩხულიდან“ გეი პერსონაჟის ლუფუს ამოჭრას არ აპირებს.

ახალი ფილმი კინოგაქირებაში 17 მარტს უნდა ჩაეშვას, თუმცა გეი პერსონაჟის გამო, პრემიერა მალაიზიაში განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

რელიგიური და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, მალაიზიაში, ჰომოსექსუალობა დანაშაულად ითვლება. მალაიზიის ცენზურის კომიტეტის განცხადებით, ფილმი ეკრანებზე იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუკი მოიხსნება ეპიზოდი, სადაც პერსონაჟის სექსუალურ ორიენტაციაა ხაზგასმული.

 „ეს ერთი პატარა სცენაა, თუმცა ფილმს ბევრი ბავშვი ნახავს, ამიტომ მისი ჩვენება ჩვენთვის მიუღებელია“ - განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, „დისნეის“ ისტორიაში "ლამაზმანი და ურჩხული" პირველი ფილმი იქნება, სადაც მაყურებელი გეი პერსონაჟს იხილავს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44