დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-ის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ოთხშაბათი, 15 მარტი, 2017 - 13:30

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სამაუწყებლო კომპანიასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და რუსთავი 2-ის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

უსუფაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაზე იფიქრებს, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემის დასაწყისი და ვითარებას "ფეთქებად საშიში" უწოდა.

 მისი თქმით, ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებს, მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს. 

"თემა ძალიან ფეთქებად საშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემების დასაწყისი და ზოგადად, მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ, მე მინდა დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან. ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43