15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

ოთხშაბათი, 15 მარტი, 2017 - 15:46

 ქართული არტილერიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხონში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადას ეწვია. მინისტრთან ერთად ქართველი არტილერისტებისთვის პროფესიული დღის მისალოცად ხონში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი ჩავიდნენ.

ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობა და ხონის N3 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

სამწყობრო მოედანზე შეკრებილ არტილერისტებს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სიტყვით მიმართეს. თავდაცვის მინისტრმა არტილერიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოდერნიზების ფარგლებში არტილერიის განვითარების გეგმებსაც შეეხო.

ლევან იზორიას თქმით, საჰაერო თავდაცვასთან და ანტისატანკო დანაყოფების გაძლიერებასთან ერთად, არტილერიის მნიშვნელოვნად გაძლიერებაც მოხდება, რაც ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას გულისხმობს.

„არტილერია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრალური დანაყოფია მთელს შეიარაღებულ ძალებში. თქვენ ყოველთვის იდექით წინა ხაზზე, როდესაც ქართველ ჯარისკაცს გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა ომში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სიტყვას მომავალშიც იტყვით, როდესაც ეს სამშობლოს დასჭირდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამის გარანტიაა ჩვენი მზადყოფნის მაღალი დონე. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად დაწყებული - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. მისი მთავარი მიზანია, საქართველოს შეიარაღებული ძალები მათ შორის არტილერია გახდეს ნატოს სტანდარტების შესაბამისი, რათა აგრესორი სანამ გადაწყვეტს თავს დაესხას ქვეყანას, ჰქონდეს იმის საფუძველი, დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფა გადასცეს.

დღესვე, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ღია კარის დღე გაიმართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ. პროფესიული დღე არტილერისტებმა ხონში პარალელურად ვაზინაში, I საარტილერიო ბრიგადაშიც აღნიშნეს.

1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და ააფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. 14 მარტიდან 16 მარტის ჩართვით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.

15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა. კოალიციური ძალების შემადგენლობაში, ქართველ არტილერისტებს, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის განხორციელებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41