არტილერიის დღე I საარტილერიო ბრიგადაში აღნიშნეს

ოთხშაბათი, 15 მარტი, 2017 - 15:19

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართული არტილერიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. არტილერისტებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საიუბილეო ღონისძიებას გენერლაური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. დღესვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დააჯილდოვა. სამ სამხედრო მოსამსახურეს მედლები „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცა, ხოლო 10 სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის სახელით მადლობა გამოეცხადა.

საიუბილეო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართელოს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა „არსიანი“. ღონისძიების დასასრულს მიწვეულმა სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ბრიგადის პირადი შემადგენლობა, ასევე სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43