„აეროსმიტის“ კონცერტის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები ძალიან მიმზიდველი და ოპტიმალური პირობებით - გიორგი გახარია

სამშაბათი, 14 მარტი, 2017 - 17:26

Check in Georgia-ს ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, იქნება ბევრად ნაკლები, მაგრამ ეს შემცირება მოხდება არა იმიტომ, რომ ღონისძიებებს შევამცირებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები გავხადოთ ბევრად უფრო ეფექტური, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, „აეროსმიტის“ კონცერტის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები ძალიან მიმზიდველი და ოპტიმალური პირობებით, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პრომოუტერებს და სხვადასხვა სააგენტოებს.

„აქედან გამომდინარე, კონცერტების ზუსტი გრაფიკი ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, სულ მალე იქნება და დარწმუნებული ვარ, გაკვირვებულნი იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც გახარიამ განაცხადა, მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში მოხდება სახელმწიფოს არა 100 პროცენტით მონაწილეობა, არამედ თანამონაწილეობა.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა დარგის წარმომადგენლებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეხებათ ეს მიმართულება. კერძო სექტორის ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. „აეროსმიტის“ კონცერტი იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45