შსს-ს აკადემიაში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

სამშაბათი, 14 მარტი, 2017 - 16:33

შსს-ს აკადემიაში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველი აბიტურიენტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის ღია კარის დღე გაიმართა.

სტუმრებს შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ თანამშრომლებთან და აკადემიის კურსდამთავრებულთა საზოგადოების მაგისტრებთან ერთად უმასპინძლა. აკადემიის წარმომადგენლებმა ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას შსს-ს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

შსს-ს აკადემიას საბაკალავრო პროგრამაზე 100 ადგილი აქვს გამოცხადებული. სტუდენტები გაივლიან საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ სასწავლო კურსებს, რომელთა გავლა მხოლოდ შსს-ს აკადემიაშია შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შესაძენ კომპონენტებს, რაც მას განათლების ბაზარზე უნიკალურს ხდის.

სასწავლო პროცესს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტები წარუძღვებიან, რომლებიც სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს უახლესი მეთოდებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეასწავლიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4