სამხედრო მოსამსახურეებმა სამშვიდობო გარბენში მიიღეს მონაწილეობა

სამშაბათი, 14 მარტი, 2017 - 12:47

საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს (CISM) დაარსებიდან 69 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლისის ტბაზე 3 კმ დისტანციაზე სამშვიდობო გარბენი ჩატარდა. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციის სპორტული ღონისძიებების სამსახური და მასში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის 50-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

მარათონში პირველ ადგილზე I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, პირველი კლასის რიგითი გიორგი ლომიძე გავიდა. მეორე ადგილზე IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ბექა გულედანი, ხოლო მესამე ადგილზე ამავე ბრიგადის კაპრალი გიორგი შენკენაშვილი გავიდა. სამივე საპრიზო ადგილზე გასულ სამხედროებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულს დამატებით გამარჯვებულის თასი გადაეცათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს წევრი 1994 წელს გახდა და საბჭოს ეგიდით გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს. საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭო (CISM) მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მრავალდისციპლინარულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მისი 134 წევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას უწევს ორგანიზებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4