მადლობელი ვარ, რომ ციანიდი არ ჩაუდეს, არც კიევი-თბილისის ბილეთი ჰქონდა - ელისო კილაძის შვილი ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

სამშაბათი, 14 მარტი, 2017 - 14:17

ჯერ აპირებდნენ ჩემს დაჭერას, უნდოდათ"ქრონიკა+"-ის დახურვა, ახლა დაიჭირეს ჩემი შვილი და ის დღეს სოსო გოგაშვილის მძევალია, - აცხადებს "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე.

კილაძის განცხადებით, მის შვილს დავით ხარშილაძეს დაკავებისას რაღაც ორი პაკეტი ჩაუდეს და ზარის განხორციელების უფლება არ მისცეს, ჩხრეკას კი არავინ დასწრებია.

"ნარკოლოგიურის ექიმმა ვიზუალური დათვალიერებით ნარკოტიკული თრობა გამორიცხა, რაკი მოწმეებზე უარი უთხრეს, შარდის ანალიზი არ ჩააბარა. ადვოკატის მისვლის მერე თავად მოითხოვა და ჩააბარა ანალიზი ორჯერ. ორჯერვე სუფთა იყო - მესამე ანალიზისთვის გაგზავნილია ექსპერტიზაზე. ორი პაკეტი არის რაღაც ფხვნილი და აბები.ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ სრულიად გაუგებარია, რატომ დაიწყეს გამოძიება 260-ე მუხლით. მადლობელი ვარ, რომ ციანიდი არ ჩაუდეს, არც კიევი-თბილისის ბილეთი ჰქონდა. ვიცი რა ბრძოლაშიც ვიყავი,ველოდი, მე და ჩემს შვილს ამ თემაზე ხშირად გვილაპარაკნია. მხნედაა, მზადაა ბრძოლისთვის", - აცხადებს ელისო კილაძე.

ელისო კილაძის განცხადებით, "მე თუ გამტეხეს - მერე ყველას მოერევიან", თუმცა დანებებას არ აპირებს და ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე გააგრძელებს, "ჩემი შვილი პატიმარი იქნება?თქვენს შვილებს დავიცავ!", - აცხადებს კილაძე. 

კილაძის თქმითვე, მისთვის ორივე ინფორმატორის ვინაობა და იცის, როგორ დაიგეგმა და მზადდებოდა "სპეცოპერაცია" და რატომ იყო ის უბანი დილიდან პოლიციელებით სავსე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43