ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავი აცილება - პრემიერი სამართალდამცველებს მადლობას უხდის

სამშაბათი, 14 მარტი, 2017 - 13:16

მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომელთა მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავი აცილება და, მართლაც, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, –განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ბათუმში განვითარებული მოვლენებს და იგი სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა.

„მინდა მადლობა ვუთხრა პოლიციელებს ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის. მადლობას ვუხდი სახელმწიფო მოხელეებს – აჭარის მთავრობას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო პროცესებში. გამოძიება მიმდინარეობს, არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება, მივა დასასრულამდე და აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა,“–აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43