ბადრი ნაჭყებია არ გამორიცხავს, ბათუმის არეულობა სერიოზული რეპეტიცია იყოს ქვეყნისთვის უფრო დიდი პრობლემების შესაქმნელად

ორშაბათი, 13 მარტი, 2017 - 18:32

„ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის“ დირექტორი ბადრი ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი არეულობა საკმაოდ სერიოზული რეპეტიცია იყოს ქვეყნისთვის უფრო დიდი პრობლემების შესაქმნელად და სპეცსამსახურებს მოუწოდებს, სერიოზული ყურადღება გამოიჩინონ მომხდარის მიმართ.

როგორც ბადრი ნაჭყებია „ჯეონიუსთან“ აცხადებს, ის გარკვეულწილად, უცხოური სპეცსამსახურების კვალს ხედავს, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ და არეულობის ორგანიზატორებს ბრმა იარაღად იყენებენ.

„ის, რაც მოხდა ბათუმში, იწვევს საკმაოდ სერიოზულ შეშფოთებას. ჩვენ ამ რეგიონთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და უფრო ფაქიზი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ყველა იმ პროცესთან, რომელიც ამ რეგიოში მიმდინარეობს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას და არც დავუშვათ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება პროვოკაცია. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მოქმედებდნენ პროფესიონალი ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ აირწინაღებით, ამის ორგანიზებას საკმაოდ დიდი დრო და დიდი მომზადება უნდა. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ გარკვეულწილად ამ არეულობას პროვოკაციული რელიგიური ელფერი ჰქონდა, რაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და ძალიან საეჭვოდ ემთხვევა იმ კონფლიქტს, რომელიც ხდება ქართულ ეკლესიაში მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით და ასე თუ ისე, ეს პრობლემები ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში უკავშირდება“, - აცხადებს ბადრი ნაჭყებია.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43