ოლიმპიელთა ხეივანს ომარ ფხაკაძის სახელობის ოლიმპიური რგოლი შეემატა

ორშაბათი, 13 მარტი, 2017 - 14:27

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის, ველომრბოლელ ომარ ფხაკაძის სახელობის ოლიმპიური რგოლი გაიხსნა.

ღონისძიება 1992 წელს საქართველოში ველოსპორტის ფედერაციის დაარსების დღეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ველომრბოლელთა ნაკრები გუნდის წევრებმა და ველომოყვარულებმა საჩვენებელი ვარჯიშები და შეჯიბრებები გამართეს.

მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის მსოფლიოს რეკორდსმენი და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი ომარ ფხაკაძე ოლიმპიური ცენტრში აღიზარდა.

შეგახსენებთ, ეს უკვე მე-4 ოლიმპიური რგოლია, რომელიც ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით ცენტრის ეზოში გაიხსნა, მიხეილ სალაძის, მაია აზარაშვილისა და ვლადიმერ აფციაურის რგოლების შემდეგ.

რგოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად. ოლიმპიური რეზერვების ცენტრში იმყოფებოდა პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფხაკაძის ვაჟი ომარ ფხაკაძე და მეუღლე დინარა ჯანუყვაშვილი.

სტუმრებს ოლიმპიური რეზერვების ცენტრის დირექტორი გიორგი ასათიანი მასპინძლობდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46