ძალოვანი უწყებების ქმედებები იყო უკიდურესად დაგვიანებული და მათ დროულად ვერ მოახერხეს კანონდარღვევის ლოკალიზება - გიორგი ლაღიძე

ორშაბათი, 13 მარტი, 2017 - 14:13

პარტია "მომავალი საქართველო ‘’-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე ეხმაურება ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.

"მიგვაჩნია, რომ ის, რაც მოხდა 12 მარტს ღამით ბათუმის ქუჩებში, არის ყოვლად დასაგმობი, დემონსტრანტების თავიდან მშვიდობიანად დაწყებული აქცია გადაიზარდა ვანდალიზმსა და სხვა სახის კანონდარღვევაში,რაც ყოვლად დასაგმობია. გადაწვა ავტომობილები, ცეცხლი წაუკიდო საკუთარი ქალაქის ქუჩებს, ამას ვერანაირი მოთხოვნით ვერ გაამართლებ, გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს გამოიძიონ ყოველივე და ამ ბარბაროსობის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებსაც, პასუხი მოეთხოვოთ კანონის სრული სიმკაცრით, ასევე ცალსახაა, რომ გამოძიებას საჭიროებს საპატრულო პოლიციის ქმედებები, რის გამოც თავდაპირველად დაიწყო აქცია, და ასევე, ყველა კანონდამრღვევ პოლიციელსაც მოეთხოვოს პასუხი. ვფიქრობთ, საერთო ჯამში ძალოვანი უწყებების ქმედებები იყო უკიდურესად დაგვიანებული და მათ დროულად ვერ მოახერხეს კანონდარღვევის ლოკალიზება. ყველა შემთხვევაში, ხელისუფლებაში მყოფი ძალა ვერ გაექცევა მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მნიშვნელოვანია მომხდარის კარგად გაანალიზება და შეცდომების გამოსწორება რათა შემდგომში ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ აღარასდროს განმეორდეს", -  აცხადებს გიორგი ლაღიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5