თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

ორშაბათი, 13 მარტი, 2017 - 11:56

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ ,,დელტა“-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი ა.ბ. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი ბ.ე. დააკავა, რომლებსაც ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.

2015-2016 წლებში, ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას, რა დროსაც ბ.ე.-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ხდებოდა ამ თანხების მითვისება. მათ წინააღმდეგ სამხედრო პოლიციაში საქმე სსკ-ის 182 - ე მუხლის II ნაწილის „დ“ და III ნაწილის “ბ” პუნქტებით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას ეხება და შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43