საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს

, 12 მარტი, 2017 - 17:36

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს. ირაკლი კობახიძესთან ერთად, გამგეობის წევრები არიან: გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, შვედეთის პრემიერ მინისტრი სტეფან ლოფენი, პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოშტა, ავსტრიის კანცლერი კრისტიან კერნი და მსოფლიოს სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

პროგრესული ალიანსი მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული და სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული.

პარტია „ქართული ოცნება“ პროგრესულ ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44