საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

, 12 მარტი, 2017 - 15:37

„ნამდვილად შემაშფოთებელია ის ვანდალური აქტი, რომელიც განხორციელდა გუშინ ბათუმში“,- ასე ეხმაურება გერმანიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ, ბათუმში მიმდინარე მოვლენებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა სამართალდამცავი ორგანოების ქმედება და მათ მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, დაზიანდა პოლიციის შენობები, დაზიანდა ავტომობილები, ასევე, კერძო საკუთრება და მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით ის, რომ ძალიან სწორად იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოები და ამისთვის მათ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდეს და მხოლოდ ამის საფუძველზე განისაზღვროს, ვის ეკისრება პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება შეფასებებს, პოლიტიკურს თუ სამართლებრივს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩვენ შეგვეძლება უკვე, რომ ზუსტად განვსაზღვროთ ის, თუ ვის რა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47