სოციალური აფეთქება მომწიფებულია - მალხაზ ხაბაზი

, 12 მარტი, 2017 - 14:37

გუშინდელი ბათუმის ღამე ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს მთავრობისთვის, -  აცხადებს იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ ხაბაზი. მისი განმარტებით, ამ ისედაც დაძაბულ და გაუსაძლის პირობებში ხალხის აბუჩად აგდებამ და გაღიზიანებამ, პროტესტი რომ გამოიწვია ხალხის მასებში,  სავსებით შესაძლებელია, რაც შემდგომში გამოიყენა გარკვეულმა ძალებმა, რომ ქვეყანაში შეექმნათ მეტი დაძაბულობა და დესტაბილიზაცია.

"ხალხის გულისწყრომა რეალურია, გაფრთხილდით და ხალხს გაუფრთხილდით, ვინაიდან სოციალური აფეთქება მომწიფებულია და ნუ მისცემთ პროვოცირებას, რომ ეს ბომბი აფეთქდეს, თორემ ამ აღელვებულ მასას შემდგომ ვერავინ ვერ შეაჩერებს, რაც შემდგომში ისევ ხელს მისცემს სხვა ძალებს", - აცხადებს მალხაზ ხაბაზი.

ხაბაზი იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც აჭარაში ხდება და საპატრულო პოლიციის ზღვარგადასულ ქმედებებს ასახელებს.

"არ ვიცი, იქნებ მთელ საქართველოში ხდება ასე თუ მარტო აჭარაში, საპატრულო საჯარიმო ქმედებები ყოველ ზღვარს სცდება, ეს საკითხი მთავრობამ უნდა დაარეგულიროს, როგორ შეიძლება მიზანმიმართულად ბიუჯეტი შეავსო საჯარიმო შენატანებით, რაც ხალხში დიდ უკმაყოფილებას იწვევს", - აცხადებს ხაბაზი და მთავრობას მიმართავს, იქნებ მოიცალოს და ამ გაუგებრობას დაუსვას წერტილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43