დიდი პროვოკაცია გქონდათ დაგეგმილი, მაგრამ არ გამოგივიდათ - დავით მაყიშვილი

, 12 მარტი, 2017 - 14:25

თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინაში მებრძოლი დავით მაყიშვილი ბათუმში მომხდარ არეულობას სახელმწიფოს მიერ მართულ და კარგად დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს, რომელიც არ გამოუვიდათ.

"გუშინდელი ვანდალიზმი ბათუმის ქუჩებში იყო, სახელმწიფოს მიერ მართული და კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. ამ ქმედებით საქართველოს მთავრობა შეეცადა, ოპოზიციუარად განწყობილი პარტიების და მათი მხარდამჭერების ჩათრევას აღნიშნულ ქმედებებში. რაც მათ, მათდა სამწუხაროდ, ვერ გამოუვიდათ.

აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტი რაც ბადებს შეკითხვებს გუშინდელ მოვლენებთან: 1. თუ აპირებდით ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების განთავისუფლებას, რატომ გამოიყენეთ სპეცდანიშნულების რაზმი პროტესტის გამოსახატად მოსული ხალხის წინააღმდეგ? და თუ საქმეში ჩაერთო სპეცდანიშნულების რაზმი რატომ არ მიიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე? და რატომ არ აღკვეთეთ პირველივე ფაზაში არეულობის დაწყების მცდელობა? 2. სად იყო სახანძრო მანქანები? რომლებსაც უნდა ემოქმედათ და მოეხდინათ ხანძრის ლოკალიზება იმ ავტომობილებისა რომელიც არეულობის დროს იწვოდა. 3. საიდან ქონდათ დემონსტრანტებს აირწინაღები, ერთნაირი მეტალის ჯაჭვები, და რატომ არ მალავდნენ სახეებს მიუხედავად იმისა რომ მათ ყველას გათავისებული ქონდათ რომ, ისინი ჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს. 3. და ყველაზე მთავარი, რატომ მოხდა თბილისიდან სპეცდანიშნულების რაზმის გადასროლა, როცა ზუგდიდის მეორე სამმართველო ბევრად უფრო ახლოსაა ბათუმთან და სრულებით შესწევთ იმის ძალა რომ აღეკვეთათ ეს ვანდალიზმი. იმიტომ რომ, მთავრობას ეგონა აღნიშნული ქმედებით მოახდენდა ნაციონალური მოძრაობის და მათ მხარდამჭერების პროვოცირებას, ბათუმის შემდეგ იქნებოდა ზუგდიდი და სწორედ ამიტომაც არ მოხდა ზუგდიდის სპეცდანიშნულების რაზმის გადასროლა ბათუმში იმის მერე, რაც აჭარის სპეცდანიშნულების რაზმის უმეტესმა ნაწილმა უარი განაცხადა მომიტინგეების დარბევაზე.

და იმ დროს როცა თბილისში გაქვთ საქართველო-რუსეთის თამაში რაგბიში, ამ დროს სპეცდანიშნულების რაზმი გაგყავთ თბილისიდან. დიდი პროვოკაცია გქონდათ დაგეგმილი, მაგრამ არ გამოგივიდათ", - აცხადებს დავით მაყიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5