პრობლემა აქ კომპლექსურია და ერთხელაც ამოფეთქა - მერაბ ღოღობერიძე

, 12 მარტი, 2017 - 12:05

არასამთავრობო ორგანიზაციის  კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი"-სა და ბათუმის ,,განვითარების ცენტრის" დანფუძნებელი და თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღეა აანონსებს.  მომხდარზე პასუხისმგებლობს ხელისუფლებას აკისრებს. 

ღოღობერიძე ბათუმში განვითარებული მოვლენების მიზეზებში  თბილისიდან გაგზავნილ კადრებში და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ქმედებებში ხედავს.

"აჭარაში ადგილობრივ კადრებს რომ არ ენდობიან, ასლანის მერე შეუქცევადი ხასიათი მიიღო. პოლიცია, პროკურატურა, საბაჟო, საგადასახადო და ა. შ. შეიძლება შემოსავლების სამსახურში მთავარი სპეციალისტი აჭარაში ვერ ნახო და ამისთვის თბილისიდან ჩამოიყვანეს კადრი და ბინის ქირა უხადო?! ვფიქრობ, პრობლემა აქ კომპლექსურია და ერთხელაც ამოფეთქა. ვიღაცეები შეეცადნენ ამის სათავისოდ გამოყენებას, მაგრამ ვითარება უკონტროლო გახდა. რატომ მივიდა აქამდე?! რატომ არ ამოიღეთ ხმა, ახლა რომ ყველა ოპოზიციას და მე მაბრალით!

კარგად გადახედეთ და ნახეთ, რაც ხდებოდა, ყველაფერს ღიად ვსაუბრობდი თქვენ კი ჩურჩულებდით, ეხლა ღურღულებთ,  გადაბრალების რეჟიმი ადვილია. ვინც დააშავა, აგოს პასუხი. მე პირადათ ეხლაც ვითხოვ ამას - აგებიეთ ასევე საპატრულოს უფროსს პასუხი", - აცხადებს მერაბ ღოღობერიძე და მზად არის პოლიციის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

„ხელისუფლებას უნდა მოეხდინა დროული რეაგირება. არსებობენ და მჯერა შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ თუ არსებობს ისეთი ფაქტები, რომ დაგეგმილი იყო, რა თქმა უნდა, როგორც მე, ისე სხვას უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი. მე მზად ვარ გავცე კითხვებზე პასუხი,“ - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43