უკანონო პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმა მასობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა

, 12 მარტი, 2017 - 08:08

 „ბათუმი პლაზასთან“ უკანონო პარკირებისთვის გამოწერილ ჯარიმას ორი  მოქალაქის დაკავება მოჰყვა, რაც  მასობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას და თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვდნენ.

მოგვიანებით, დაძაბულობის სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დაკავებული პირები  გაათავისუფლეს, თუმცა ისინი პასუხისმგებლობიგან არ გათავისუფლებულან და სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

ბათუმის ქუჩებში არეულობა თითქმის 13 საათი გრძელდებოდა, დაპირისპირების შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში ბლაგვი საგნებით,  ძირითადად, ქვებით მიყენებული ზედაპირული ტრავმებით გადაიყვანეს, დაშავებულთა შორის  15 სამართალდამცველი აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა გამოიყენეს, დამწვარია რამდენიმე ავტომანქანა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44