სანამ რუსთავი 2 ამ სარედაქციო პოლიტიკით იარსებებს, რევოლუციები და გადატრიალებები არ მოგვაკლდება - ნიკოლოზ მჟავანაძე

, 12 მარტი, 2017 - 10:41

სანამ რუსთავი 2 ამ სარედაქციო პოლიტიკით იარსებებს, რევოლუციები და გადატრიალებები არ მოგვაკლდება, - აცხადებს უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და ბათუმში მომხდარ არეულობას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს.

როგორც უფლებადამცველმა "ჯეონიუსთან" განაცხადა, თუ არ დაიწყება ნაცმოძრაობის გასამართლება, სახელმწიფო გადატრიალება გარდაუვალია.

"ის, რომ ეს იყო კარგად მომზადებული არეულობა, ამას მოწმობს ასელობით მოლოტოვის კოქტეილის გამოჩენა აქციის მონაწილეთა ხელში. ეს იყო ნაცმოძრაობის მოწყობილია არეულობა. სანამ გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია და ნაც ფაშისტური დაჯგუფების ლიდერები ციხეში არ დალპებიან, ამ ქვეყანაში მშვიდობა არ დაისადგურებს.

ის, რაც ბათუმში მოხდა არის ინსპირირებული ნაცმოძრაობის მიერ. ხელისუფლებავ, როდემდე უნდა გაგრძელდეს კოჰაბიტაცია ამ ფაშისტურ ძალასთან", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაზე და ყველა დამნაშავისა და პროვოკაციის მომწყობის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44