ყველა ის პირი, ვინც თავს კანონზე მაღლა აყენებს უმკაცრესად იქნება დასჯილი - გიორგი მღებრიშვილი

, 12 მარტი, 2017 - 08:40

შინაგან საქმეთა  მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში ჩავიდა და საგანგებო ბრიფინგი გამართა. მინისტრის გადაწყვეტილებით, დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

„მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და შემიძლია გთხრათ, რომ ეს ადამიანების აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარდგებიან,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, პროვოკაციული ქმედებები კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის და ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს უმკაცრესად იქნება დასჯილი.

"უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორი და ყველა ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე,“ - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44