PfP-ის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

პარასკევი, 10 მარტი, 2017 - 17:54

ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 21 სამხედრო მოსამსახურეს სამთო სწავლების დასრულება გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ მიულოცეს. ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშეები. მათ სამხედროებს სამთო სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.

ლიტვიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან მოვლენილმა სამხედროებმა ქართველ პარტნიროებთან ერთად ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევები ქართველი სამთო ინსტრუქტორების დახმარებით შეისწავლეს. სამი კვირის განმავლობაში ისინი სამთო სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალს, მარშგადაადგილებას და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას დაეუფლნენ. სამხედროებმა  თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანა შეისწავლეს, რათა დახრილ ფერდობზე  დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ. სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც მოუწიათ.

სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდათ. მონაწილეებმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურისგან რეკომენდაცია მიიღეს, რის საფუძველზეც მათ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44