ზანავის მინერალურ წყალზე აუქციონი გამოცხადდა

პარასკევი, 10 მარტი, 2017 - 14:12

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ "ზანავის“ მინერალური წყლის საბადოზე სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით მიმდინარე წლის 9 მარტს აუქციონი გამოაცხადა. წყლის რესურსის სარგებლობის ლიცენზია 25 წლით გაიცემა.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში.

ზანავის მინერალური წყლის საბადო თავისი თვისებებითა და შესაძლებლობებით  ერთ- ერთი მნიშვნელოვანი რესურსია. მინერალური წყალი ფორმირდება ბორჯომის ხეობაში, მიწისქვეშა წყალშემცველ ჰორიზონტში დახლოებით 1000 მეტრზე მეტ სიღრმეში და ხასიათდება უნიკალური თვისებებით.

აუქციონის საწყისი ფასი: 5 000 000 მლნ ლარი აუქციონის პირობის თანახმად, შემსყიდველმა ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით უნდა განახორციელოს არანაკლებ ერთი მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია, დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, დაიცვას კანონით განსაზღვრული ის პირობები, რომელიც წყლის რესურსების სარგებლობასთან არის დაკავშირებული.

დამატებით ინფორმაცია აუქციონის შესახებ  https://www.eauction.ge/Home/EntityView/414635

აუქციონი 7 აპრილს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45