ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელთა მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო

პარასკევი, 10 მარტი, 2017 - 13:49

ძიუდოს ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მწვრთნელების მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო. ის მწვრთნელები, რომლებმაც ძიუდოს საერთაშორისო აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შარშან წარმატებით ჩააბარეს, უკვე აკადემიის მეორე კურსზე სწავლობენ.

წლეულს სწავლებაში ჩართულ 40-მდე ქართველ სპეციალისტს კი თეორიული საგამოცდო ტესტები და შემდეგ პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. სწავლების პროცესს ხელმძღვანელობენ ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები: საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი დანიელ ლასკაუ, კურსის მთავარი ინსტრუქტორი ტიბორ კოზლა, აკადემიის ინსტრუქტორები მარკ ჰუიზინგა, ენვიკ გალეა და პიერო კომინო.

ძიუდოს ფედერაცია ჯამში 120 სპეციალისტს გადაამზადებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით იმუშავებენ.

ქართველ მწვრთნელებს შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

“ ძიუდო საქართველოში არის წარმატებული სპორტის სახეობა, მაგრამ ამ წარმატებას სჭირდება განვითარება და შენარჩუნება. მნიშვნელოვანია თანამედროვე მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობა, პროფესიონალი მწვრთნელების მომზადება. ჩვენი პრიორიტეტი მასობრიობის გაზრდაა, თუმცა ეს ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს ხარისხთან, ანუ ბავშვებთან მაღალი სტანდარტებით მომზადებული მწვრთნელები უნდა მუშაობდნენ. გრძელვადიან პერსპეტივაში კი ძიუდოს როგორც პროფესიული ისე მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით დიდი მომავალი აქვს“, - განაცხადა  ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43