ლევან იზორია საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა

პარასკევი, 10 მარტი, 2017 - 12:37

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აშშ-ს ელჩს იან კელის შეხვდა. მხარეებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება იყო.  

„ამერიკის ელჩთან ჩამოგვიყალიბდა თანამშრომლობის ძალიან კარგი ფორმატი, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განვიხილოთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში რეფორმებთან არის დაკავშირებული. მთავარი თემა იყო ის მიმდინარე პროცესები, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დროულ და ეტაპობრივ განხორციელებას. ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად და, გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ ამ ფორმატის ინტენსიურად გამოყენება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრაზე ყურადღება უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობის საკითხებზე გამახვილდა.

აშშ-ის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭრაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვითხოვეთ დღევანდელი შეხვედრა, რათა მოგვესმინა ევროპაში, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებში, გერმანიასა და ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია. მინისტრმა გაგვიზიარა, თუ როგორი ნაყოფიერი შეხვედრები გამართა მან. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ მსგავსი სახის ღონისძიებებს. ასევე შევეხეთ პროგრესს, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის კუთხით არსებობს. ეს პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს საქართველომ განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, ტერიტორიული თავდაცვა. ჩვენ შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან“, - განაცხადა იან კელიმ.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი