საჯარო რეესტრი GEO CORS -ის სადგურების აღდგენაზე მუშაობს

პარასკევი, 10 მარტი, 2017 - 12:26

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტის GEO CORS-ის ფარგლებში, GPS სადგურების ქსელის მონიტორინგსა და აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების შედეგად, ონის GPS სადგურის ფუნქციონირება აღდგა, რამაც რაიონიდან ზუსტი და საიმედო მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიღება უზრუნველყო.

CORS–ის სისტემის დახმარებით მიწის აზომვა დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობითაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი საამზომველო კომპანიების ბიზნესის განვითარებას, ხოლო მოქალაქეებისთვის აუმჯობესებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარსადგენი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის სიზუსტესა და ხარისხს, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მთავარი მონაცემია.

ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 23 სადგური, მათ შორის 7 ა კლასის სადგური მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 16 ბ კლასის სადგური - სრულად და უფრო მეტი სიზუსტით ფარავს ქვეყნის ტერიტორიას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(Sida) დაფინანსებით ხორციელდება, დაგეგმილია GPS სადგურების ქსელის შეფასება, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ქსელის გაფართოება და ახალი სადგურების დამატება მოხდება.

ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, სამოქალაქო მშენებლობის, ტოპოგრაფიული და საკადასტრო სამუშაოების და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის, რაც საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს. დღეისთვის GEO CORS–ის სისტემაში ჩართულები არიან ქვეყნის სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები, რომლებიც ქსელით უფასოდ სარგებლობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41