საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკს ევროსაბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს და საქართველოში იწვევს

პარასკევი, 10 მარტი, 2017 - 11:50

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს.

"ძვირფასო დონალდ, მსურს გულითადად მოგილოცოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა. ევროკავშირის ქვეყნებმა თქვენ კიდევ ერთხელ დაგაკისრეს უაღრესად საპატიო და საპასუხიმგებლო მისია, როგორც უაღრესად გამოცდილ და გამჭრიახ პოლიტიკოსს. თქვენ განსაკუთრებით რთულ და ცვალებად სამყაროში გიწევთ მოღვაწეობა. დღეს ჩვენი საერთო ევროპული ოჯახი მრავალი გამოწვევის წინაშეა. დარწმუნებული ვარ რომ თქვენი გამოცდილება, შემართება, პრინციპულობა და შორსმჭრეტველობა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს როგორც არსებული პრობლემების მოგვარებაში, ასევე ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განხორციელებაში.

მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის სუვერინეტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციაში ხელშეწყობისათვის. მინდა ასევე განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ის როლი, რომელიც თქვენ, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტმა შეასრულეთ საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტაში. მე კვლავაც დიდი იმედითა ვუყურებ თქვენთან შემდგომი თანამშრომლობას. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი ინიციატივების რეალიზებას ჩვენი საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის.

მინდა მოგიწვიოთ საქართველოში ოფოციალური ვიზიტით. თქვენი ჩამობრძანება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ახალი ერთობლივი წამოწყებების რეალიზაციისათვის. წრფელი პატივისცემით კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო პოსტზე არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს შემდგომ საქმიანობაში", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვის წერილში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.65
  • 3.07
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44