ომი „სიტყვის თავისუფლებისთვის“... - ირინა ზურაბაშვილი

პარასკევი, 10 მარტი, 2017 - 11:19

ჟურნალისტი ირინა ზურაბაშვილი  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, ქართული მედიის მონიტორინგის მიზნით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას ეხმიანება, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. 

"ომი „სიტყვის თავისუფლებისთვის“... საქართველოში მორიგი სტრუქტურა იქმნება, ამჟამად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაკავშირებული. ამ ინიციატივით 6 მარტს გამოვიდა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელმაც ქართული მედიის მონიტორინგის მიზნით, მედია ომბუდსმენის პოსტის შემოღება შესთავაზა საზოგადოებას, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევით.

ინიციატივა როგორც ასეთი ურიგო არ არის, თუმცა დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია სწორედ მათში, ვინც ყველაზე ისტერიულად თავისუფალი სიტყვის „ჩაკვლის“ წინააღმდეგ გამოდიოდა. არ დავმალავ და უცხოელი მედიაექსპერტების მოწვევა, პირადად ჩემში რატომღაც რუსულენოვან არხ ПИК-თან ასოციაციები გამოიწვია. ალბათ, არხში საერთაშორისო კადრების მოწვევით და ზოგიერთი ვითომ ცნობილი ჟურნალისტების განცხადებების გამო, რომ თურმე საქართველოში პროფესიონალი ჟურნალისტების აშკარა ნაკლებლობა არისო. როგორც ჩანს, ამგვარი განცხადებებით საკუთარი და არხზე მოწვეული უცხოელი სპეციალისტების უზომოდ გაბერილი ხელფასების ოდენობის გამართლებას ცდილობდნენ. რა გამოვიდა ამ საქმიდან ПИК-ის ყოფილ თანამშრომლებს, გარდა უმნიშვნელო ნაწილისა, დიდხანს ეხსომებათ. ასე რომ საერთაშორისო იმიჯი, მითუმეტეს მედიასთან დაკავშირებით, ყოველთვის პანაცეა ვერ იქნება.

პროფესიონალი ჟურნალისტების ნაკლებლობა მედია სივრცეში აშკარად იგრძნობა, მაგრამ არა იმიტომ რომ საქართველოში მართლაცდა ჟურნალისტები არ არიან, არამედ იმიტომ რომ მათი ნაწილი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო სხვა საქმით დაკავება ამჯობინა. რასაკვირველია ჟურნალისტების უდიდეს როლს ქვეყნის ცხოვრებაში ვერაფერი შეანაცვლებს. თუმცა საქმე ისაა, რომ ჟურნალისტთა მრავალრიცხოვანი არმიის შრომის ნაყოფით აშკარად სიტყვის საქმოსნების მცირეოდენი ნაწილი სარგებლობს. უცნაურია, ზოგიერთი „ექსპერტის“ მტკიცებას ქვეყანაში პროფესიონალი ჟურნალისტების არარსებობის შესახებ, ქართველი ჟურნალისტების დიდ ნაწილში პროტესტის გრძნობა არ გამოუწვევია. ყოველ შემთხვევაში პირადად მე მსგავს ფაქტს ვერ ვიხსენებ, უპრინციპობის მაგალითები კი საკმარისზე მეტია. გულახდილი რომ ვიყო, კარგა ხანი ვერ ვხსნიდი იმას, თუ როგორ ესოდენ „თავისუფლები და დამოუკიდებლები“ ასე მორჩილად ყლაპავდნენ ქართული ჟურნალისტიკის მისამართით უმართულო გამონათქვამებს. თუმცა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, მათ შორის მედიაში (ტელეკომპანიები რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი), ძალიან ბევრ რამეს ნათელი მოჰფინეს. ამჟამინდელ ხელისუფლებას ალბათ ბევრი რამ შეიძლება დააბრალო - უნიათობა, არაპროფესიონალიზმი და ა.შ., მაგრამ ის რომ მათ საქართველოში თავისუფალი სიტყვა დაახშეს - სულ ცოტა გადამეტებულია! სიტყვის თავისუფლებას უდიერად ეპყრობიან არა იმაზე მეტად, როგორც ყველა წინა ხელისუფლებები! და ის ვინც დღეს „თავისუფალი სიტყვისთვის“ ასე თავგამოდებულად იბრძვის, ამის შესახებ მშვენივრად იცის! ვინ წარმოიდგენდა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების 27 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამოხატვის აბრის ქვეშ უტიფარი შეტევის მსხვერპლი გახდებოდა. თანაც, რაც საგულისხმოა იმ სახელმწიფო მოხელეების ეგიდის ქვეშ, ვინც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაღალ პოსტებს იკავებს და ამავდროულად დღემდე ჟურნალისტობიდან არც თუ ისე მცირე დივიდენდებს ფლობს!

დასკვნა თავად იკვეთება - ზოგიერთი მოხერხებული, მომარჯვებული უტიფარი სუბიექტი ამასობაში პოლიტიკური ქულების აგროვებასა და შემდგომაც მედიის სოლიდური გრანტების მიღებას ცდილობს. თუმცა მათი უმრავლესობა, ვინც მართლაც და არა იოლი ჟურნალისტური შრომის ჭაპანს ეწევა ამ გრანტებიდან ცოტა რამ თუ მიუღია წლების მანძილზე.

ასე რომ, შეუიარაღებული თვალითაც კი ჩანს, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლებისთვის ბრძოლასა და კონტროლის ქვეშ მყოფ მედიაში საკუთარი გავლენის შენარჩუნებასთან და არა თავისუფალ სიტყვაზე შეტევასთან! თანაც ამჟამად კრემლის მითითების გარეშეც! თუმცა უკვე საიდუმლობა არაა - კრემლს თითის გაქნევაც აღარ სჭირდება, იმდენად გაუადვილეს საქმე ქართული პოლიტიკისა და მედიის მავანმა „მოღვაწეებმა“. მაშასადამე, სიტუაცია ცოტა არ იყოს კომიკურია, სატირალი რომ არ იყოს. როგორც ცდილობენ შეაგონონ ხალხს ჟურნალისტიკის საქმოსნები, საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ერთადერთ ბურჯად „ყველაზე რეიტინგული“ ტელეკომპანია რუსთავი 2 და მისი ჟურნალისტები მოიაზრება.

საგულისხმოა ის, რომ მედია საშუალებების დანარჩენი წარმომადგენლები, რომელთაც ასევე მედიაში წამყვანი პოზიციების პრეტენზია გააჩნიათ, ამ აზრს სავსებით იზიარებენ. უბრალოდ, ჩნდება ერთი მარტივი კითხვა, ნუთუ ეს ადამიანები მართლაც ვერ ხვდებიან, რომ ამით ხელს აწერენ საკუთარ უნიათობას? ანუ რადგან ისინი რუსთავი 2 -თან დაკავშირებული არ არიან, დემოკრატიულები, ობიექტურები, პროდასავლურები და ა.შ. ვერ იქნებიან და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლები გახლავან! ძნელი სათქმელია, თუ მოინახება კიდევ სადმე მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი!

დასკვნა შეიძლება გამოიტანო შემდეგი - ყველა ჩვენი „თავისუფალ და დამოუკიდებელ“ ჟურნალისტს ბნედიანის როლი აქვთ მორგებული და სანამ მიდის იმის გარჩევა თუ ვინაა სახლში პირველი, საქართველო ღიად იძარცვება და არა მხოლოდ ტერიტორიებით. უეჭველია ის, რომ ქართული ჟურნალისტიკის ველი სარეველისგან, რომელიც ესოდენ სარფიანად მიეტკეპნა დასავლეთი კურსის შირმას, სერიოზულ გაწმენდას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევე გავაგრძელებთ ცხოვრებას ხან ერთი ხან მეორე უცხოური საელჩოს მითითებით, იმისდა მიხედვით, მედია მამებს თუ რომელი უფრო მეტს გადაუხდის", - ნათქვამია ირინა ზურაბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43