სტივენ ჰოკინგი პლანეტის გადარჩენის მიზნით, ერთი მსოფლიო მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის

ხუთშაბათი, 09 მარტი, 2017 - 17:56

ცნობილი მეცნიერი და ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი  პლანეტის გადარჩენის  ერთადერთ გზად პოლიტიკური  გაერთიანებისა და ერთიანი მთავრობის შექმნაში ხედავს.

როგორც ასტროფიზიკოსი The Times-სთან აცხადებს, კაცობრიობის გადარჩენისთვის საჭიროა გლობალური მასშტაბით ერთიანი მთავრობის შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედამიწას ემუქრება მასობრივი განადგურების იარაღისგან  საფრთხე და გადაშენება.

ჰოკინგი თვლის, რომ  ცივილიზაციის დასაწყისიდან აგრესია ადამიანებისთვის იყო სასარგებლო, რადგან ეს იძლეოდა გარკვეულ უპირატესობას  გადარჩენისთვის ბრძოლაში.

"ახლა, როცა ტექნოლოგიები ვითარდება ისე  სწრაფად, რომ აგრესიას შეუძლია გაანადგუროს ყველა, როგორც ბირთვული, ასევე ბიოლოგიური იარაღის მეშვეობით. საჭიროა მემკვიდრეობით მიღებული ინსტინქტებისა და საკუთარი ლოგიკის გაკონტროლება. ერთი მსოფლიო მთავრობა იქნება საუკეთესო გზა ამ მიზნის მისაღწევად", - აცხადებს ჰოკინგი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ყველა ადამიანის სახელით გადაწყვეტილების მიმღები, შეიძლება ტირანად იქცეს, თუმცა "ამასთან გამკლავება შესაძლებელია", - აცხადებს მეცნიერი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5