მიხეილ სააკაშვილი ძლიერი ნაბიჯებით შემოდის ისევ ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკაში ყველაფერი ხდება - ლელა კაკულია

ხუთშაბათი, 09 მარტი, 2017 - 16:08

წინასწარმეტყველი  ლელა კაკულია პოლიტიკაში სასიკეთო ცვლილებებს პროგნოზირებს. როგორც ლელა კაკულიამ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში განაცხადა, ახალი ხელისუფლება მოვა, საქართველო სუფთავდება და ძლიერდება.

"საჭირო პოლიტიკოსები რჩებიან, არასაჭირონი გადიან. ამას ყველაფერს კოსმიური ძალები აკეთებენ, ამიტომ ეს ყველაფერი ადამიანებზე არ იქნება დამოკიდებული", - აცხადებს წინასწარმეტყველი.

ლელა კაკულია საპროტესტო გამოსვლებსაც აანონსებს და აცხადებს, რომ რევოლუცია არ მოხდება, თუმცა "ცოტა საფრთხილო იქნება", პოლიტიკოსთა დაპირისპირება და ჭიდილი კი სასიკეთო შედეგებს მოიტანს ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, კაკულიას თქმით, ის ჯერჯერობით მყარად დგას და ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამს.

"ის პოლიტიკოსები, რომლებიც მთავრობაში არიან, დაიცვლებიან, ეს ცვლა საჭირო იქნება საქართველოსთვის. პოლიტოკოსთა ის ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდნენ, ოცნებაა თუ ნაციონლები, ეს არ აინტერესებს  კოსმოსს, ისინი საქართველოს შვილები არიან და ერთად მოვლენ, ისინი გაერთიანდებიან", - აცხადებს ლელა კაკულია.

ლელა კაკულია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასაც პროგნოზირებს, თუმცა ეს ახლო მომავალში არ მოხდება და მოგვიანებით სამშობლოში პოლიტიკოსად დაბრუნდება.

"ბატონი ექსპრეზიდენტი მოქალაქეობას ვერ შეეგუება, ამიტომ როგორც პოლიტიკოსს, ისე ვიხილავთ. მან ბევრი რამ ისწავლა, იმ შეცდომებს, რომლებიც ძალიან უარყოფითად შემოუბრუნდა, გაითვალისწინებს და ძლიერი ნაბიჯებით შედის ისევ ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკაში ყველაფერი ხდება", - განაცხადა კაკულიამ. 

"სოხუმი დაბრუნდება, აფხაზეთი დაბრუნდება. ნატოში აუცილებლად შევალთ", - აცხადებს ლელა კაკულია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41