მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე - მეუფე პეტრე

ხუთშაბათი, 09 მარტი, 2017 - 15:28

გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. როგორც სულ ვამბობ, მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე, - აღნიშნულის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ სინოდის სხდომიდან  გამოსვლისას ჯურნალისტებთან განაცხადა..

მეუფე პეტრეს განცხადებით, სხდომაზე ის გააკრიტიკეს, ხოლო  საპატრიარქოს ტელევიზიის მართვის უფლების ჩამორთმევას მიკერძოებულ სამართალს უწოდებს და მის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირებს.

მეუფეს თქმით, არსებული პრობლემების ფონზე, სინოდის სხდომაზე  მისი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა.

დღეს საპატრიარქოში სინოდის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საპატრიარქოში განვითარებულ პრობლემებზე და დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებთ უნდა ემსჯელათ. 

ოფიციალურ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური მოგვიანებით გაავრცელებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46