„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა

ხუთშაბათი, 09 მარტი, 2017 - 14:09

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ წელს პირველი კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გამართა. ღონისძიებას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც ესწრებოდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ უნივერსიტეტის რექტორთან აკაკი ხელაძესთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) რამდენიმე წელია არსებობს და წელს პირველი კურსდამთავრებულები ყავს. საქართველოს ბანკის უნივერისტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში (MBA) მიღებას ყოველ წელს აცხადებს. აღნიშნული პროგრამა, 2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით სარგებლობენ. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას იღებს და არ იხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას იწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილებულია 4 წელზე.

როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

წელს, საქართველოს ბანკის უნივერისტეტმა, მიღება გამოაცხადა აბიტურიენტებისთვის, ვისაც სურს სწავლა განაგრძოს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA). ბაკალავრიატის პროგრამა გამოირჩევა, მნიშვნელოვანი ბენეფიტებით, ისეთი როგორიც არის: ხარისხიანი განათლება, სწავლის დაფინანსების რეალური შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოცდილება.

სწავლის პროცესში, ყველა სტუდენტისადმი ინდივიდუალურია მიდგომა, ყველა მათგანი იღებს უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებას და თანამედროვე თეორიულ ცოდნას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.53
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.49