თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა დაათვალიერა

ხუთშაბათი, 09 მარტი, 2017 - 13:43

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა დაათვალიერა. თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო მზადყოფნისთვის ზოგადად. ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომავალში, რათა ადგილზე შევძლოთ არა მხოლოდ შეკეთება, არამედ, სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობით, უფრო მეტი ადგილობრივი სამხედრო პროდუქციის წარმოებაც“, - აღნიშნა მან.

თავდაცვის მინისტრს მასპინძლობა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვაჟა არევაძემ, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ და პირადმა შემადგენლობამ გაუწიეს.

ლევან იზორიამ ბაზაზე ჯავშანტექნიკის, არტილერიის, აგრეგატებისა და სხვა საამქროები დაათვალიერა. მინისტრი ბაზის ისტორიას, ამოცანებსა და მიზნებს ადგილზე გაეცნო და პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა. ბაზაზე მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და სხვა ოფიციალური პირები.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.66
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46